საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის საჯარო ლექციები ახალი სორბონას უნივერსიტეტში

თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მორიგი დიდი წარმატება - საჯარო ლექციები ქართულ მწერლობაზე ახალი სორბონას უნივერსიტეტში (Université Sorbonne Nouvelle), სამეცნიერო სემინარის - „ქართულ-ფრანგული ლიტერატურული დიალოგი“ - ფარგლებში.

მომხსენებლები: თსუ პროფესორები - ირმა რატიანი და მაკა ელბაქიძე ახალგაზრდა მეცნიერი, ფ. დ. თათია ობოლაძე 

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში - გოჩა ჯავახიშვილი, და სემინარის მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე სტროევი.

ვიზიტი ხორციელდება სამეცნიერო პროექტის - „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ - ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციას, სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებასა და პარტნიორთა ქსელის გაფართოებას.

პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, აგრეთვე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო სემინარზე დელეგაციით, უნივერსიტეტის კანცლერის - ვახტანგ წივწივაძის ხელმძღვანელობით კახაბერ კორძაია, ნინო ჭალაგანიძე. 

თარიღი: 15/11/2023